ეკონომიკა
11/05/2021

ლაშა ხუციშვილი: მარტში ეკონომიკის 4%-იანი ზრდის ტრენდი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება

წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება, - განაცხადა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“.

მინისტრის თქმით, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ასევე, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შემდეგ, მარტში პირველად დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა, რაც პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის აღდგენა დაიწყო.

„ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, აპრილში ყველა სექტორში შეინიშნება ბრუნვების ზრდა, გაზრდილია ექსპორტი, ასევე, შეინიშნება იმპორტის ზრდა, რასაც შემოსავლების განერირებაზეც აქვს დადებითი ეფექტი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვები. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტის 4%-იანი ზრდის ტრენდი აპრილში კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ბიუჯეტში გვაქვს განსაზღვრული - 4.3%, ამ მოცემულობიდან გამომდინარე არის რეალისტური“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ ეკონომიკური ზრდის დინამიკა წლის განმავლობაში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, ესაა პანდემია, სწორედ ამიტომ, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023