ეკონომიკა
07/06/2021

ლაშა ხუციშვილი ლარის კურსის დიდ რყევებს არ ელის

ფინანსთა მინისტრს უჭირს პროგნოზირება, რა ნიშნულზე დასტაბილურდება ეროვნული ვალუტა. თუმცა, ლაშა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ მომდევნო პერიოდი ლარის კურსის რყევების გარეშე ჩაივლის.

"ლარის კურსის კონკრეტული პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, მის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბარი შეგვიძლია. ეკონომიკური მიმართულებით ახალი რეალობა გვაქვს. აპრილიდან მოყოლებული პროგნოზებს გადავხედეთ და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გავზარდეთ 6.5%-მდე. გასული წლის ეკონომიკური კლება წელს სრულად კომპენსირდება. მიმდინარე წელს ზრდა იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე კლება იყო გასულ წელს.

დადებითი მაჩვენებლებია ექსპორტის მიმართულებითაც. 145%-ითაა გაზრდილი ფულადი გადმორიცხვებიც. ყველა ეს ფაქტორი ეკონომიკაში ახალ რეალობას ქმნის და შესაბამისად, რეალობის ასახვა ხდება ლარის კურსზეც. კონკრეტულად რა ნიშნული იქნება ეს ძალიან მალე გამოჩნდება. ვფიქრობ, მომდევნო პერიოდი იქნება უფრო სტაბილური დიდი რყევების გარეშე",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023