ეკონომიკა
18/04/2022

ლაშა ხუციშვილი IMF-ისა და WB-ის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ვიზიტი დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში (WB/IMF Spring Meetings).

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და ინვესტორების დაინტერესების გასაზრდელად.

დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ანა ბიერდესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, კოენ დევიდსთან და მმართველ დირექტორთან, აქსელ ვან ტროტსენბურგთან, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან, ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან, ვერნერ ჰოიერთან, გარდა ამისა, მოლაპარაკებები შედგება მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინაში, ათასწლეულის გამოწვევის ვიცე-პრეზიდენტთან და სხვა.

მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

შეხვედრების ფარგლებში, საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023