ეკონომიკა
31/01/2023

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გამოქვეყნდა დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც დეკემბრის თვეში ეკონომიკა რეალურ გამოსახულებაში გაიზარდა 11%-ით ხოლო საშუალო, 12 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10,1%.

„აღსანიშნავია ის, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაიზარდა დეკემბრის თვეში 18%-ზე მეტით, რამაც ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსავლებზეც. მიმდინარე წელს, იანვარში, დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების 30%-იანი ზრდა.

უკვე მეორე წლის განმავლობაში, საქართვლოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ექსპორტის მნიშვნელოვანია ზრდა, რომელიც გაიზარდა 30%-ზე მეტად და ასევე, ტურიზმის აღდგენა, რომელმაც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 7-8%-ით. ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები აისახება დასაქმების შედეგებზეც,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023