ეკონომიკა
07/09/2022

კვლევა: შავი ზღვის ქვეყნებს შორის საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ყველაზე მცირეა

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PMCG–ის შავი ზღვის რეგიონის ლოგისტიკის, პორტის აქტივობისა და საზღვაო კავშირების ომამდე მდგომარეობის კვლევის მიხედვით, 2020 წლის მონაცემების შესწავლის საფუძველზე, შავი ზღვის ზონა გლობალურ სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 3,8%-ს შეადგენდა (2010 წელს ეს ციფრი 4.1% იყო) აქედან, 1.7%-იანი წილით რეგიონში რუსეთის ფედერაცია დომინირებს, თურქეთი კი 1.1%–ით. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ რუსეთსა და თურქეთს რეგიონში ყველაზე დიდი ტერიტორიები აქვთ. თუმცა ორივე ქვეყნის შემთხვევაში 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 8–9%–იანი კლებაა.

ამასობაში, საქართველოს ყველაზე დაბალი სავაჭრო ბრუნვა აქვს შავი ზღვის ქვეყნებს შორის და გლობალური ვაჭრობის მხოლოდ 0.03%–ს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ვაჭრობის მოცულობამ 2010 წლიდან 65%-იანი ზრდა დააფიქსირა, მისი წილი მხოლოდ 0,01%–ით გაიზარდა.

LPI-ის რეიტინგის გათვალისწინებით, შავი ზღვის ქვეყნებს შორის დიდი ვარიაცია ჩანს. თურქეთი ყველა მოცემულ კომპონენტში საუკეთესო შემსრულებელია და 160 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. უფრო მეტიც, თურქეთის ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთესია, ვიდრე შავი ზღვის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურა და 30-ე ადგილზეა მსოფლიოში. თურქეთს მოსდევს რუმინეთი, რომელიც 50-ე ადგილს იკავებს, საქართველო კი ყველაზე ღარიბი მაჩვენებლით 124-ე ადგილზეა წარმოდგენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ LPI-ის რეიტინგები დათვლილია ომის დაწყებამდე და, შესაბამისად, შეიძლება ზუსტად არ ასახავდეს შავი ზღვის ქვეყნების ამჟამინდელ პოზიციას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023