ეკონომიკა
16/01/2023

"კრიპტო ბაზარი" წელს ბიტკოინის ფასს $8 000-დან $12 000-ის ფარგლებში ვარაუდობს

გაუფასურების ხანგრძლივი ტენდენციის შემდეგ ბიტკოინის ფასი ერთბაშად 5%-ით გაიზარდა და $18 000-ს გადააჭარბა.

ასეთი მკვეთრი მატება 22 დეკემბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 5%-ით გაძვირდა ეთერიუმი, 3.5%-ით გაიზარდა კარდანის ფასიც. მატებაა სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებებშიც. საკითხის შესახებ გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" კრიპტობაზრის დამფუძნებელმა, ავთანდილ კუჭავამ ისაუბრა. 

"ძირითადი ინსტიტუციები უკვე იწყებენ ინვესტირებას სხვადასხვა პროექტში. ბაზარზე სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ჩნდება ვარაუდები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოზიტიური მოლოდინებია. შესაბამისად, ინვესტორები და სხვადასხვა ინსტიტუტი ამ ლოგიკით იქცევიან. ჩვენს კრიპტობაზარს დაახლოებით 2.5 მილიონიანი პორტფელი გვაბარია. დეკემბერში გავაკეთეთ პირველი ინვესტიცია. წელს, ნეგატიური მოვლენების შემთხვევაში ბიტკოინის ფასს $8 000-დან $12 000-ის ფარგლებში ველოდებით",- აღნიშნა კუჭავამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023