ეკონომიკა
06/03/2023

კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო 3 კომპანია დაჯარიმდა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო 3 ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. მათ შორის, ერთი ფიზიკური პირი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ - განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმცაიით, საკითხი ეხება - 2022 წლის მეოთხე კვარტალში, განხორციელებულ გაერთიანებებს, რომელიც სააგენტოსთან წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. საქმისწარმოება 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა 2 კანონით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოხვდა.

"კონცენტრაციები განხორციელდა - აქსესუარების და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტის და რეალიზაციის სექტორში, შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის სფეროში.

შეგახსენებთ, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება.კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023