ეკონომიკა
30/01/2023

კარლ ნეჰამერი - საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

" ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ შემიძლია ყოფნა. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. მოხდა ისე, რომ ცოტა ადრინდელი პერიოდისთვის იყო დაგეგმილი ჩვენი შეხვედრა, მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ ახლა შევძელით შეხვედრა, - ამის შესახებ კარლ ნეჰამერმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ავსტრიის კანცლერმა საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ამასობაში უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ტრადიცია გვაქვს - უკვე 30 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილი გვაქვს. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, არსებობს ძალიან ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზარზე, ტურიზმზე, ენერგეტიკის მიმართულებაზე ვსაუბრობთ. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან საინტერესო პარტნიორია ავსტრიის ფირმებისთვის“, - განაცხადა ნეჰამერმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი დღეს ესტუმრა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023