ეკონომიკა
04/07/2022

ივნისში წლიური ინფლაცია 12.8% იყო

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლისგან კვლავ მნიშვნელოვნად არის დაშორებული.

როგორც მოსალოდნელი იყო ივნისში ფასების ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდა და წლიური ინფლაციის დონე თითქმის 13%-ს აღწევს. ყველაზე მეტად 22%-ით ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაიზარდა, მათ შორის 35%-ით გაძვირდა პურ-პროდუქტები, ბოსტნეული 33%-ით, ხილი 32%-ით. მნიშვნელოვნად არის ასევე გაზრდილი სატრანსპორტო მომსახურება და კომუნალური გადასახადები.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ტრანსპორტის და კომუნალური გადასახადების ჯგუფებმა. 

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 21.8%-ით გაიზარდა, რაც წლიურ
ინფლაციაზე 6.86%-ით აისახა. ფასები მომატებულია პურსა და პურპროდუქტებზე 35%-ით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 33.4%-ით, ხილსა და ყურძენზე 31.8%-ით, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე 24.0%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე 19.5%-ით, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე 18.0%-ით,  თევზეულზე 17.9%-ით, შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 16.0%-ით, ზეთსა და ცხიმზე 14.9%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 11.3%-ით. 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4%-ით, რაც 2.34%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 23.6%-ით, სატრანსპორტო მომსახურებაზე 14.1%-ით, და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 6.2%-ით. 

კომუნალური გადასახადების მიმართულებით, ფასები 13%-ითაა გაზრდილი, რაც 1.31%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023