ეკონომიკა
06/03/2021

ივანე მაჭავარიანი IMF-ის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც უკვე დაასრულა საქმიანობა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მიმდინარეობა, ყურადღება გამახვილდა 2021 წლის ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, დაახლოებით, 4,3% იქნება. ამასთან, აღინიშნა, რომ საჭიროა ხელისუფლებამ გააგრძელოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და შეინარჩუნოს სტაბილური ფისკალური პოლიტიკა.

ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023