ეკონომიკა
02/03/2023

"ისწავლე და დასაქმდი" ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70%-ია

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ანგარიში წარუდგინა და პროგრამაში რეგისტრაციის ვადის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70%-ია.

„ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის. ამავდროულად, ხშირად ბიზნესსექტორი ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მუშა ხელს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მივიღეთ კონკრეტული მიმართულებები, თუ სად სჭირდებათ კადრები. შესაბამისად, შევიმუშავეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაც ამის სურვილი აქვს, სხვადასხვა მიმართულებით  გადავამზადოთ, გავზარდოთ მათი პროფესიონალიზმი, სახელმწიფო სერთიფიკატები გადავცეთ და დასაქმებაში დავეხმაროთ. დაახლოებით, 70%-ია მაჩვენებელი ადამიანებისა, რომლებიც გადამზადდნენ და დასაქმდნენ, თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, ეს მაჩვენებელი გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსურველები სხვადასხვა სფეროს შეისწავლიან და შესაბამისი მიმართულებით დასაქმდებიან.

„აღნიშნული პროგრამა ბევრ მიმართულებას მოიცავს. წელს დაემატება ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაშიც „სქილვილ აკადემია“ ჩაერთო. თანამედროვე მსოფლიოში ეს მიმართულება ყოველწლიურად ძლიერდება. საქართველოშიც დიდი რესურსი გვაქვს, მოქალაქეებს ეს სფერო ვასწავლოთ და როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ კომპანიებში დასაქმდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, კადრების დეფიციტია სამშენებლო სექტორშიც, რისი ერთ-ერთი მიზეზი მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის მიზნით, ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინებაა.

„ყოველდღიური შეხება მაქვს სამშენებლო სექტორთან და ვიცი, რომ სერიოზული პრობლემაა კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან  დიდია ქვეყნიდან მათი გადინება. რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ წავიდნენ ევროპაში და უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური ნახონ თავიანთ სფეროში. ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, რომ წავიდნენ და განვითარდნენ. ჩვენ იმიტომ მივისწრაფვით ვიზალიბერალიზაციისკენ, იმიტომ არის ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023