ეკონომიკა
27/10/2023

ISET: კანონების შემუშავებისას, RIA-ს გამოყენების მაჩვენებელი დაბალია

კანონების შემუშავებისას რეგულირების გავლენის შეფასების, RIA-ს   გამოყენების მაჩვენებელი დაბალია. როგორც Iset-ის უფროსმა მკვლევარმა, ლევან თევდორაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, დღეისათვის RIA-ს, როგორც მექანიზმის გამოყენების ვალდებულება, მხოლოდ  წინასწარ განსაზღვრულ 20 კანონზე ვრცელდება.

თუმცა, ბოლო ორ წელში, მხოლოდ  სამი იყო ისეთი  ცვლილება, რომლის  შემთხვევაშიც უნდა გავრცელებულიყო რეგულირების გავლენის შეფასება, მაგრამ გამონაკლისის მიზეზით, RIA არც ერთ მათგანს არ ახლდა. 

„აუცილებელია, საკანონმდებლო ინიციატივები იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და წინასწარ იქნას  შეფასებული ყველა ის ეკონომიკური ზეგავლენა, რომელიც ასოცირებულია  კონკრეტულ ინიციატივასთან. გვაქვს 20 კანონის ჩამონათვალი, რომელშიც ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ვრცელდება RIA-ს ვალდებულების მოთხოვნა.  აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ მთავრობის და არა საკანონმდებლო ინიციატივებზე. ჩვენი მონიტორინგიდან გამომდინარე, რეგულირების გავლენის შეფასების, როგორც ინსტრუმენტის გამოყენების ტემპი ნელია.“- აღნიშნა ლევან თევდორაძემ.

სპეციალისტები რეგულირების გავლენის შეფასების, RIA-ს  სავალდებულო  გამოყენების არეალის გაფართოების საჭიროებაზეც მიუთითებენ. 

„მნიშვნელოვანია თავად საჯარო უწყებების მოტივაციის და სურვილის გაზრდა RIA-ს გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით. ასევე გამოწვევად რჩება კომპეტენციების საკითხი, რომელიც ძირითადად, თავმოყრილია კვლევით ინსტიტუტეტბში და ნაკლებადაა საჯარო უწყებებში. ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის.“-აღნიშნა  ლევან თევდორაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის 17 იანვარს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის რეგულირების ზეგავლენის დოკუმენტი უნდა მომზადდეს. თუმცა ეს ცვლილება არ ეხება კანონებს, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს წარმოადგენენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023