ეკონომიკა
20/04/2021

ირაკლი კოვზანაძე: ვფიქრობ, სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის აწევა მოუწევს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს იგივე მოცულობის ინტერვენციების განხორციელება მოუწევს, როგორც პანდემიურ 2020 წელს.

“ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან” ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მთავრობის ვალი მშპ-ს 60%-ია, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფოს არ აქვს საკუთარი შემოსავლები და ხარჯებს, ასიგნებებს აფინანსებს საგარეო დაფინანსებით.

“არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ჩვენ შეგვექმნას მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები. განსაკუთრებით, ასეთი მაღალი დეფიციტის პირობებში (7.5%). ამ ყველაფერს შეუძლია გამოიწვიოს მონეტარული რყევები და ლარის დევალვაცია.

შარშან ეროვნულმა ბანკმა რეზერვების თვალსაზრისით გამოიყენა თითქმის 900 მლნ-ზე მეტი, ველოდები რომ წელსაც დაახლოებით იგივე ინტერვენციების განხორცილება მოუწევს სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევა მოუწევს, რაც ჩემი აზრით ცენტრალურმა ბანკმა ცოტა დააგვიანა კიდეც,” - აღნიშნავს ირაკლი კოვზანაძე.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რისკების რეალიზაცია არ მოხდეს და არ გადაიზარდოს სოციალურ, პოლიტიკურ რისკებში.

“ცენტრალური ბანკი, რომელიც არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს თამამი ბიუჯეტის დაგეგმვვასთან, ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმვასა და სხვა პატამეტრების განსაზღვრაში, იგივე ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული კორექტირება ბიუჯეტშიც მოხდეს ამ კუთხით და რაც შეიძლება სწრაფად, რომ ასეთი რისკები თავიდან იქნას აცილებული,” - ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023