ეკონომიკა
10/05/2022

ირაკლი კოვზანაძე: იანვარ-მარტში საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

მომავალი კვირიდან პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა 2022 წლის პირველ სამ თვეში მშპ 14.4%-ით გაიზარდა. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. 

"იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4 მილიარდ 826 მილიონ 100 ათასი ლარია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, რომელიც ყოველთვის ინდიკატორია და გვაჩვენებს როგორ ვითარდება ეკონომიკა, უფრო მეტი მივიღეთ ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. კერძოდ, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და 3 მილიარდ 688 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.

გადასახადების მიხედვით თუ ჩავშლით: მოგების გადასახადი 124.1 %-ით (134 მილიონი ლარით მეტი) შესრულდა. დღგ-ს ნაწილშიც-გადაჭარბებაა 112.7% (146 მილიონ 800 ათასი ლარით მეტი). 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4 მილიარდ 266 მილიონ 400 ათასი ლარი",-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023