ეკონომიკა
30/10/2023

ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს, ყველას შეუძლია უსაფრთხოდ მგზავრობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს და ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა.

ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებაზე ოფიციალური პასუხია გაცემული და არის მოსახლეობის დაშინების, ასევე პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა.

„ძალიან ბევრჯერ ავხსენით ეს ყველაფერი, სხვადასხვა ფორმატში, საჯაროდ, ბრიფინგებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციები შეგიძლიათ ნახოთ, ყველაფერი გამჭვირვალეა, აბსოლუტურად ყველა ბრალდებაზე არის ოფიციალური პასუხი გაცემული. 27 კილომეტრი გაიხსნა, მანამდე მთელი შვიდი თუ რვა თვის განმავლობაში მიდიოდა კამპანია, მოსახლეობის დაშინება – არ გაიარო, რაღაც მოხდება და ა.შ. თქვენი მცდელობა მიმართულია იქეთკენ, რომ მოსახლეობა დააშინოთ და დაშინების ხარჯზე შექმნათ დისკრედიტაცია ამ დიდი პროექტის, იმ ხალხის, ვინც ჩართულია. არ არის საფუძველი. ვიმეორებ, რომ არავითარი საფრთხე არ არის. ყველა შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა დამუშავებული იყო კვალიფიციური ინჟინრების მიერ, მიღებული იქნა კვალიფიციური მშენებლების და საზედამხედველო კომპანიის მიერ. გუშინ გავხსენით 27 კილომეტრი, დანარჩენ მონაკვეთებზეც ანალოგიურადაა. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არ არის და ყველას შეუძლია უსაფრთხოდაც და კომფორტულადაც მგზავრობა. რაც შეეხება საჯაროობას, პროექტიც, გეოლოგიაც, ყველა სხვა თანმხლები დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე, მათ შორის, დამატებით თუ გნებავთ რაიმე, შეგიძლიათ, იხილოთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ვებგვერდებზე. აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელმისაწვდომი. უბრალოდ, წამკითხველი და წაკითხვა სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი 28 ოქტომბერს გაიხსნა. 

1tv.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022