ეკონომიკა
02/11/2023

ირაკლი ქარსელაძე: 2023 წლის ბოლოსთვის, ქალაქ ჯვარში მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის მშენებლოს პროექტის შესახებ ისაუბრა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში: ქალაქ ჯვარში 48 000 მეტრი წყალმომარაგების გამანაწილებელი მილსადენი და დაახლოებით, 5000 მეტრი თუჯის გადამცემი ხაზი მოეწყო; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1000 კუბური მეტრის მოცულობის ორ რეზერვუარს; მოეწყო 8 ჭაბურღილი შემკრები რეზერვუარით, სატუმბი სადგურითა და სატრანსფორმატოროთი. დღეის მდგომარეობით, სამშენებლო სამუშაოების ჯამური ფიზიკური პროგრესი 90%-ს შეადგენს.

„ქალაქ ჯვარში წყალი უკვე გაშვებულია. ვაგრძელებთ მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებს. როგორც წინა წლის მინისტრის საათის დროს შეგპირდით, ჯვარი ერთ-ერთი ის მდებარეობაა, სადაც წელს 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგება გვექნება.“ -  განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023