ეკონომიკა
16/02/2023

ირაკლი ქარქაშაძე: Wizz Air ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოპერირების ტექნიკურ დეტალებს და ქვეყანაში Wizz Air-ის შემდგომ გაფართოებას.

,,Wizz Air-ი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ქუთაისის აეროპორტში მთავარი კონტრიბუტორია. 2022 წლის მონაცემებით, ის 14,5%-იანი წილით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია და ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი მიმართულებით დაფრინავს. ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენთვის პრიორიტეტულ, არსებულ და ახალ მიმართულებებზე. ყოველთვის მივესალმებით ჩვენს აეროპორტში Wizz Air-ის გაფართოებას გრძელვადიან პერსპექტივაში,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

2022 წლის Wizz Air-ი 630,000 გადაყვანილი მგზავრით საქართველოს ბაზარზე ლიდერობს. 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეებს დაამატებს. საქართველოში ვიზიტით მყოფი ავიაკომპანიის მენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან გამართავს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023