ეკონომიკა
23/02/2023

ირაკლი ქარქაშაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების მიზნით AIR SERBIA-ს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ფორუმის მეორე დღეს თბილისის  საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით შეხვედრა გაიმართა AIR SERBIA-თან.

,,სერბეთი ჩვენი ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებაა. ვხედავთ რომ, სერბი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ეტაპობრივად იზრდება. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 82%-ით აღდგა და 2021 წელთან შედარებით 87%-ით იმატა.

რაც შეეხება სერბეთიდან მგზავრთნაკადს, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 2021 წელთან შედარებით 107%-იანი მატება გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქებს შორის იყოს პირდაპირი საჰაერო კავშირი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე მეტი ტურისტული ნაკადებისთვის, რისთვისაც ძალისხმევას არ ვაკლებთ,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

ქალაქ ტანჟერში მიმდინარე საავიაციო ფორუმის მეორე დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა შეხვედრები გამართა PEGASUS AIRLINES-თან, TURKISH AIRLINES-თან, SAUDIA-ს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023