ეკონომიკა
23/02/2023

ირაკლი ქარქაშაძე პოზნანის აეროპორტის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია მაროკოში საავიაციო ფორუმ CONNECT 2023 ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ავიაკომპანიების პარალელურად, კომპანიის წარმომადგენლები, დირექტორის ხელმძღვანელობით, პარტნიორ აეროპორტებსაც ხვდებიან. ირაკლი ქარქაშაძემ პოზნანის აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე ივნისიდან პოზნანსა და ქუთაისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების დეტალები განიხილა.

,,პოზნანის აეროპორტთან განვიხილეთ ოპერირების წინა მოსამზადებელი სამუშოები. იცით, რომ ივნისიდან, 5 ახალი მიმართულების ფარგლებში გვემატება პოზნანის მიმართულებაც. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს ფაქტი, იმ ფონზე, რომ ქუთაისი და პოზნანი დამეგობრებული ქალაქებია და ქუთაისი, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რომელიც ყოველწლიურად პოზნანში იმართება. შესაბამისად, კიდევ ერთი დამატებითი მიმართულება პოლონეთში ამ ქვეყნიდან საქართველოში ახალ ტურისტულ ნაკადებს გააჩენს, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ივნისიდან ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს პოზნანის, ჰამბურგის, ფრანკფურტის, მადრიდისა და ბრიუსელის მიმართულებით დაიწყებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023