ეკონომიკა
22/02/2023

ირაკლი ქარქაშაძე: EASYJET საქართველოს ავიაბაზრის შესწავლის პროცესშია

მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმი CONNECT 2023 დაიწყო. რიგით მე-19 საერთაშორისო ფორუმზე, სადაც 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600  დელეგატი მონაწილეობს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს. ღონისძიება ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის აეროპორტების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა და CONNECT-ის დამფუძნებელმა კარენ ბუტომ გახსნა და დელეგატებს სამადლობელი სიტყვით მიმართა.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, რომელსაც კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს, პირველი შეხვედრა ბრიტანულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია EASYJET-თან გამართა. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ანალიზით არის დაკავებული.

,,საავიაციო ფორუმი CONNECT 2023-ის პირველსავე დღეს შევხვდით ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიას. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და პირდაპირი რეისების არსებობა ლონდონთან პრიორიტეტულია. ვესაუბრეთ, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ. EASYJET საკმაოდ კარგად იცნობს უკვე ჩვენს ბაზარს და კონკრეტული დეტალებისა და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების შესწავლის პროცესშია, - ‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძე.

ფორუმის პირველ დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეხვედრებს Eurowings-თან, AIR Serbia-თან, Saudia Airlines-თან და ნეაპოლის აეროპორტთან გამართავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023