ეკონომიკა
27/12/2022

ირაკლი ღარიბაშვილი: უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15.6% შეადგინა

სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა. ასევე, ორ წელიწადში - 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

„სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება.

მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა. უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - 15,6%-ი შეადგინა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში - 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 229 000 ადამიანი დასაქმდა აი ამ ბოლო 2 წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 ათასი ადამიანია დასაქმებული. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმებული არის ბოლო 6-7 თვეში. რესურსი არის ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, რომ 200 000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველა ეს ადამიანები დავასაქმოთ როგორც კერძო სექტორში, ასევე, საჯარო სექტორში.

ასევე, მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ როგორც მოგახსენეთ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით წელს. საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზი არის შემდეგი, რომ საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით. ეს არის ჩვენი პარტნიორების აი-ემ-ეფ-ის, მსოფლიო ბანკის პროგნოზები“, - განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023