ეკონომიკა
14/03/2023

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით შერჩეული წარმომადგენლობისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა უნდა წარადგინოს.
 
შეხვედრაზე განიხილეს, რა პრიორიტეტები და მიზნები  უნდა მოიცვას სამოქმედო გეგმამ და, ზოგადად, როგორი შეიძლება იყოს სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესი. აქვე ხაზი გაესვა ახალი უცხოელი ინვესტორებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას.
 
შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი პიერ ადელინი, კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი ელა ტრედი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი  რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდა აგრეთვე კომპანია Kaiser Partner-ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილა ქავენგი.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023