ეკონომიკა
01/08/2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება

ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ იანვარი-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10.5%. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, ივნისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 20.4%-ით, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6 641 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 36%-ით არის მეტი გასული თვის მონაცემთან შედარებით. ასევე, ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 28%-ით და შეადგინა 448 მლნ დოლარი.
 
"გაჯანსაღების ტენდენციები მაღალია ტურიზმის სექტორშიც. ჩვენ ამის თაობაზე ხშირად ვსაუბრობთ. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში იყო 88.7%, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 300 მლნ დოლარზე მეტი.
 
ასევე, ფულადი გზავნილების მოცულობა არის საგრძნობლად გაზრდილი და ივნისში შეადგინა 427 მლნ დოლარი. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
 
პრემიერის თქმით,  7 თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 1 273 000 000 ლარამდე დაუბრუნდა.
 
"საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB სტაბილურ დონეზე შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია, როგორც საიმედო და ეფექტიანი პოლიტიკის ჩარჩო, ასევე, მმართველობის ღია ინდიკატორები.
 
საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება, რაც უკვე აღვნიშნე, რაც მთავრობის ვალის მშპ-სთან წილის სტაბილიზებას უწყობს ხელს, ხოლო მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია მნიშვნელოვნად მაღალი მმართველობის ინდიკატორები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023