ეკონომიკა
13/02/2023

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა.

დუბაიში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გუნდის ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებაში კლაუს შვაბის განსაკუთრებულ პირად წვლილს და აღნიშნა, რომ 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და კონკრეტული შედეგების მომტანი იყო ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა კლაუს შვაბს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ორნიშნა ეკონიმიკური ზრდა და სტაბილური გარემო უზრუნველყო.

ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და კლაუს შვაბმა რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე ისაუბრეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023