ეკონომიკა
25/03/2020

ინტერვენციები არასაკმარია – აფბა სებ-ს ₾-ის გაუფასურების შესაჩერებლად ხისტი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკის ინტერვენციებს არასკმარისად მიიჩნევს, ფრუოს ხისტი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.

ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის კრიზისი გლოვბალურ ეკონომიკაზე აისახა, ასევე საქართველოზეც, თუმცა ეროვნული ვალუტა უფრო მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებს.

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ორგანიზაცია პანიკურს ფონს და მოლოდინებს უკავშირებს.

“კურსის გაუფასურებამდე, ინტერვენციებთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ უფრო მეტი ლარი მიაწოდა საპენსიო სააგენტომ კომერციულ ბანკებს. ცენტრალურ ბანკს მოვუწოდებთ თანმიმდევრული და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმისკენ”, – ნათქვამია აფბას განცხადებაში.

„აფბა“-ს რეკომენდაციაა სავალუტო ინტერვენციების პარალელურად მოხდეს ყოველკვირეული რეფინანსირების სესხების შემცირება კომერციული ბანკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლარი-დოლარის თანაფარდობის დარეგულირებას. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ზემოხსენებული ეგზოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირებულია უცხოური ვალუტის შემოდინება, რეკომენდირებულია იქნება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირება კომერციული ბანკებისთვის. ამ შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე კრიტიკულ მომენტში გამოთავისუფლდება უცხოური ვალუტის რესურსი, რაც ასევე პოზიტიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.

“ამ ინსტრუმენტების პარალელურად, „აფბა“ მიზანშეწონილად მიიჩნევს არაგეგმიური მონეტარული სხდომის მოწვევასაც. რომლის ფარგლებშიც, სწორი იქნება რეფინანსირების განაკვეთის 0.5% პუნქტით გამკაცრება. რასაც, როგორც მოკლევადიანი ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება კურსზე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდენს ნომონალური კურსიდან წამოსული წნეხის შემცირებას ინფლაციურ პროცესებზე”, – ნათქვმია აფბას განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023