ეკონომიკა
01/06/2022

ინტერკონტინენტულ გადაზიდვაში ექსკლუზიური პოზიცია - ევროპაში ჩინეთიდან საქართველოს გავლით

ევროპაში ჩინეთიდან საქართველოს გავლით Maersk-იმ ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება დაიწყო, რომელიც აზიასა და ევროპას ცენტრალური აზიის გავლით აკავშირებს. მატარებელი ჩინეთის სხვადასხვა ლოკაციიდან ევროპას დაახლოებით 40 დღეში ყაზახეთის, აზერბაიჯანის საქართველოსა და რუმინეთის გავლით უკავშირდება.
 
Maersk-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შავი ზღვის რეგიონში ირაკლი დანელია გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" აღნიშნავს, რომ შესაძლებლობა ნამდვილად უნიკალურია და უპრეცენდენტოა საქართველოს შემთხვევაში.
 
"ჩინეთის ნებისმიერი დიდი ქალაქიდან ტრანსპორტირება ხდება ინტერკონტინენტული სარკინიგზო ტრანსპორტით, ყაზახეთის, კასპიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეშვეობით, უკვე შავი ზღვის გამოყენებით ვუკავშირდებით დანარჩენ ევროპას. 1 თვის წინ პირველი ბლოკ მატარებელი გავუშვით ჩინეთიდან გერმანიის მიმართულებით, მეორეც მალე მიუახლოვდება ევროპულ საზღვრებს და ვგეგმავთ, რაც შეიძლება ინტენსიური გავხადოთ ეს მიმართულება. მარშრუტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად ინტერკონტინენტულ გადაზიდვაში საქართველოს ექსკლუზიური პოზიცია უკავია, იქედან გამომდინარე, რომ საქართველო სწორედ ის ქვეყნაა, სადაც რკინიგზა გემს ხვდება.
 
ჩვენი მიზანია ქართულმა მხარემ ამ საერთაშორისო, გლობალურ გადაზიდვაში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. სარგებელში ვითვალისწინებ ყველა იმ ლოგისტიკურ დამატებით ღირებულებებს, რომელიც შეიძლება დაიგეგმოს გადაზიდვის პროცესში, ხოლო ეს ღირებულება დარჩეს ქვეყანაში და აისახოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე," – ამბობს ირაკლი დანელია. 
 
როგორც დანელია განმარტავს, პროექტი რუსეთ-უკრაინის ომამდეც იყო დაგეგმილი, თუმცა რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა ვითარებამ თავისი შედეგი გამოიღო და დააჩქარა პროცესები.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023