ეკონომიკა
13/01/2023

Indorama Corporation-ი საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს - ხიდურელი

საქართველოში უმსხვილესი სინგაპურული კორპორაციის შემოყვანით, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით წარმოჩინდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Indorama Corporation-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ეს პროექტი შედგა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერის საქართველოს ბაზარზე შემოყვანით სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა ყველა სტრატეგიით გაწერილი მაჩვენებელი.

მიხეილ ხიდურელის თქმით, კომპანია წლების განმავლობაში სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი  აქტიურად იყო ჩართული.

სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმო აქვს და 45,000 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023