ეკონომიკა
26/04/2021

IMF: საქართველოში ტურიზმის სექტორის 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნებას 2024 წლისთვის ველით

IMF საქართველოში ტურიზმის სექტორის 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნებას 2024 წელს ვარაუდობს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, სელიმ ჩაკირი „ბიზნეპარტნიორთან“ აცხდებს, რომ ეკონომიკაში ტურიზმის წილიდან გამომდინარე მისი ჩანაცვლება რომელიმე სხვა ინდუსტრიით ქვეყნისთვის საკმაოდ რთული იქნება.

„ძალიან ძნელი იქნება ტურიზმის რამით ჩანაცვლება. მას ძალიან დიდი როლი აქვს. ვიმედოვნებთ, კრიზისი დროებითა და მომავალ წელს ის დასრულდება. როგორც კი ეს მოხდება, ველით, რომ სექტორის აღდგენა დაიწყება. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ შოკი, რომელიც ინდუსტრიამ მიიღო ცოტა უფრო გაჭიანურდება. 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნებას მხოლოდ 2024 წლისთვის ველით“,- აღნიშნა ჩაკირმა.

მანვე რამდენიმე სექტორი დაასახელა და მთავრობას მათთვის მეტი ყურადღების დათმობა ურჩია. ერთ-ერთია სოფლის მეურნეობის მიმართულება.

„რა თქმა უნდა, ტურიზმის სექტორის მიღმა, როდესაც ჩვენ საქართველოს ეკონომიკას ვუყურებთ, ვხედავთ არაერთ შესაძლებლობას, რომელიც ქვეყანას რეგიონში ღირებულებების ცვლილებასთან ერთად ეძლევა. ქვეყნის ლოგისტიკური მდებარეობა, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან. ქვეყანას ასევე აქვს შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით. ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას. დიდ პოტენციალს ვხედავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სტრუქტურული რეფორმებია, რომლის მიზანიც ადამიანურ კაპიტალის დაგროვება, პროდუქტიულობის გაზრდა, ინსტიტუციების ხარისხის გაღრმავება და ინოვაციები უნდა იყოს. სწორედ ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ზრდაში“,- განაცხადა ჩაკირმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023