ეკონომიკა
16/04/2021

IMF: საქართველოს მთავრობასთან მალევე შეგვიძლია ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში კიდევ ერთი პროგრამის დაწყებას არ გამორიცხავს.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელი, სელიმ ჩაკირი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ 4 წლიანი პროგრამის შესრულებას ქვეყანამ თავი კარგად გაართვა, რაც შესაძლოა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების წინაპირობა გახდეს.

„რატომაც არა? საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს პროგრამის ფარგლებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. 4 წლიანი პროგრამა დროულად და წარმატებით დასრულდა. მოხარულები ვიქნებით ახალი პროგარმის შემუშავების შესაძლებლობით. მთავრობასთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ მის მთავარ კომპონენტებზე. ერთი საწარმოების რეფორმა უნდა იყოს, ხოლო მეორე ფისკალური კონსოლიდაცია. ჩვენ მალევე შეგვიძლია მოლაპარაკებების დაწყება“,- განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

შეგეახსენებთ, რომ საქართველომ სსფ-სთან 4-წლიანი პროგრამა დაასრულა. პროგრამის ბოლო მიმოხილვის დასრულებით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა 111 მლნ დოლარი (78 მლნ SDR), ჯამურად, ქვეყანას 687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023