ეკონომიკა
20/02/2023

"იანვარში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი"

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და  ტენდენციებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, გასულ წელს არსებული დადებითი დინამიკა 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა.

„2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ  259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა  დაახლოებით 12% იყო. შესაბამისად, იანვარში გაგრძელდა ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც სავაჭრო კუთხით 2022 წლის განმავლობაში გვქონდა. ასევე 2023 წლის იანვარში მთლიანი ექსპორტი 38.5%-ით გაიზარდა და თითქმის ნახევარი მილიარდი, უფრო ზუსტად კი 460 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - როგორც ადგილობრივი, ისე რეექსპორტის ჩათვლით. იანვარში ასევე  იმპორტი გაიზარდა 25.2 პროცენტით   და 1 002.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იანვარში სავაჭრო ბრუნვა მილიარდ-ნახევარ დოლარამდე იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 30%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი თქმით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ექსპორტი გაიზარდა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ახლო სამეზობლო ქვეყნებთან.

2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე თურქეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას -  მინისტრის ინფორმაციით, ძირითადი კატეგორიები  ტრადიციული საექსპორტო პროდუქტებია. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ჰაბის როლს ასრულებს და გარდა ადგილობრივი ექსპორტისა,  აქედან ხდება ავტომობილების ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში - ეს მიმართულება საკმაოდ აქტიური იყო იანვრის თვეში.

„2023 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 104.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 68.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 50.8 მლნ. აშშ დოლარით (11.1 პროცენტი)“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში გასულ წელთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023