ეკონომიკა
19/03/2021

იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 12%-იან მინუსში რჩება

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა კვლავ შემცირების ტრენდ აჩვენებს. წლიური ვარდნა 12%-ია და ბრუნვა 1,654 მლრდ დოლარია.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 494.7 მლნ დოლარია, წლიურად შემცირება 6.8%-ია, იმპორტი 1,159 მლრდ დოლარია, წლიური 14.1%-იანი კლებით.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში, 664.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია (71.1 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (66.4 მლნ დოლარი) და ჩინეთი (53.8 მლნ დოლარი).

2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის თურქეთი (203.3 მლნ დოლარი), ჩინეთი (139.9 მლნ დოლარი) და რუსეთი (131.6 მლნ დოლარი).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023