ეკონომიკა
20/05/2021

I კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელმა 22%-ს მიაღწია

პანდემია უმუშევრობის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახა.

2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ული პუნქტით 21.9%-მდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2%-ული პუნქტით და 37.7%-ს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.3%-ული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.8%-ული პუნქტით შემცირდა.

დასაქმების დონე ქალაქად შემცირებულია 4.9%-ული პუნქტით, სოფლად - 3.3%-ული პუნქტით.

2021 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.4%-ია, 1.2%-ული პუნქტით ნაკლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.7%-ული პუნქტით, სასოფლო დასახლებებში - 0.4%-ული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 4%-ული პუნქტით, კაცებში - 3.3%-ული პუნქტით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023