ეკონომიკა
18/06/2021

I კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა

საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის I კვარტალში 4.5%-ით შემცირდა, - მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11.275 მლრდ ლარია. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 6.8%-ით გაიზარდა.

2021 წლის პირველ კვარტალში, კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების
საქმიანობები (-54%), მშენებლობა (-19.4%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25.4%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (-9%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34%).

ზრდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (50.3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.3%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა
ვაჭრობა (14.9%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.8%). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.6%), სახელმწიფო მმართველობა (8.3%), მშენებლობა (6.8%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.8%).

შეგახსენებთ, რომ აპრილში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა მარტში 4%-ით გაიზარდა, პირველ კვარტალში კი ვარდნა 4.2%-ს აღწევდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023