ეკონომიკა
10/05/2022

ჰერმან საბო: არავის სჭირდება ღარიბი ქვეყნის მიბმა ევროკავშირის ზონაში

"არავის ჭირდება ღარიბი, მაჩანჩალა ქვეყნის მიბმა ევროკავშირის ზონაში და მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვანიჭებენ თუ არა სტატუსს, მაინც მოგვიწევს დავეწიოთ ევროპულ ქვეყნებს ეკონომიკით",-ამის შესახებ  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა ჰერმან საბომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აქვს ეკონომიკური ნაწილი. ნებისმიერ კანონს აქვს ეკონომიკური ეფექტი და ხელისუფლებამ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების პარალელურად უნდა იზრუნოს და ხელსაყრელი ეკონომიკური პირობები შეიქმნას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

"რუსეთ-უკრაინის  ომმა დედამიწაზე მიმდინარე პროცესები დააჩქარა და ამ დაჩქარებულმა პროცესებმა მოიტანა ის, რომ ჩვენ უკვე კითხვარის ორივე ნაწილი შევავსეთ, გადავაგზავნეთ, ველოდებით პასუხებს. გადაწყვეტილებები, რომ დაჩქარებულად მოხდეს ჩვენი გაწევრიანება, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალოს სამყაროში. ეს ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ამ პროცესში მოვახერხებთ და გავხდებით ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ გარდა პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, ამ ყველაფერს ეკონომიკური ფაქტორიც მიყვება და რაც არ უნდა უკრაინის ამბავმა მოიტანოს ის, რომ საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას და უფრო სწრაფად მიიღონ ევროკავშირში, უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურის გარდა ჩვენ ეკონომიკური ნაწილის დაკმაყოფილებაც მოგვიწევს. ნებისმიერ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ამ დარბაზში მიღებულს, აქვს ეკონომიკური ნაწილი. ნებისმიერ კანონს აქვს ეკონომიკური ეფექტი და ნებისმიერი ჩარევა ადამიანებს შორის ვაჭრობაში, რომელიც ვაჭრობას ანელებს, გამოიწვევს ეკონომიკის უფრო ნელ ზრდას და დროში გადავადებას იმ მომენტის, როდესაც ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით",-განაცხადა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, საქართველომ ევროკომისიას კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გადასცა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023