ეკონომიკა
07/02/2023

გურამ გურამიშვილი: უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა აუცილებელია

„ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ინტერნეტის ღიაობა და ინტერნეტ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ონლაინ კონფერენციაზე „უსაფრთხო ინტერნეტის დღე - 2023“. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინტერნეტ-საზოგადოებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით გაიმართა.  

„გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია მოზარდების დიდი ტალღის ონლაინ სამყაროში პირველად ჩართვა იმაზე ადრე, ვიდრე მშობლები გეგმავდნენ,  მათი სწავლის და სოციალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რითიც პოტენციურად შესაძლოა მოექცნენ ინტერნეტის სხვადასხვა მავნე ზეგავლენის ზემოქმედების ზემოაღნიშნული რისკების ქვეშ, მათი ციფრული უნარების ნაკლებობიდან გამომდინარე. ამის დასაძლევად, მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რათა ეფექტურად უზრუნველვყოთ ახალგაზრდა თაობის ონლაინ სამყაროსთან  უსაფრთხო კავშირი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გურამ გურამიშვილის თქმით, ინტერნეტის განვითარებით და ხელმისაწვდომობის ზრდით, ბავშვებისთვის ინტერნეტი და ციფრული მოწყობილობები ცხოვრების ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელიც მათ სთავაზობს საგანმანათლებო თამაშებს, გასართობ აქტივობებს და ბევრ ინოვაციურ გზას რათა გაიზიარონ, ისწავლონ, დაუკავშირდნენ მეგობრებს, ოჯახსა და გარე სამყაროს.

„ამის მიუხედავად, ის ბავშვებისთვის საფრთხეების შემცველ ადგილად იქცა, რადგან ონლაინ სამყაროში არსებობს კიბერბულინგის, კონფიდენციალურობის, ყალბი ინფორმაციაზე, ძალადობრივ და შეუსაბამო შინაარსის მქონე ინფორმაციაზე წვდომის, ინტერნეტ თაღლითობისა თუ სხვა მიმართულებებით საფრთხეები, რომლებმაც მშობლები და მასწავლებლები გამოწვევების წინაშე დააყენა,“ - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირთან თანამშრომლობით, მომზადდა „ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელო მშობლებისა და აღმზრდელებისთვის“. მისი მიზანია მშობლების და აღმზრდელების ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა ახალგაზრდა თაობის ონლაინ სამყაროსთან უსაფრთხო კავშირისთვის. სახელმძღვანელო დაეხმარება  მათ შესაბამისი რეკომენდაციებით, რათა ახალგაზრდა თაობის მიერ დაძლეულ იქნას ციფრული სამყაროს პოტენციური რისკები და საფრთხეები.

საქართველო ყოველი წლის თებერვალში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს ჩვენი ქვეყანა მეხუთედ შეუერთდა მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების  მიერ ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით. ღონისძიება 2005 წლიდან ყოველ თებერვალს აღინიშნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023