ეკონომიკა
21/07/2021

გიორგი ვაშაძე: ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, შემოსავლები მცირდება

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ინფლაციის ახლანდელი მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეებს მძიმე პირობებში აყენებს. 

მან ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს კომიტეტის სხდომაზე მიმართა კითხვით, რას აპირებს მთავრობა იმასთან დაკავშირებით, რომ “ინფლაცია არ გაიქცეს“ და ყველაფერი არ გაძვირდეს. 

“ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, შემოსავლები მცირდება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. თქვენი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 11.5%-ია ეკონომიკური ზრდა, ოღონდ 9.9% ინფლაციის პირობებში. ფაქტობრივად ეკონომიკურ ზრდას თავიდან ბოლომდე ჭამს ინფლაცია - ყველაფერი ძვირდება და საკმაოდ დიდი პრობლემაა ქვეყანაში.

ამასთან, წლის დასაწყისში თქვენი პროგნოზი იყო, რომ 2.5 % უნდა ყოფილიყო ინფლაცია, მაქსიმუმ 3% წლის ბოლოსთვის. ახლა კი ფაქტია - 9.9%. ინფლაცია ყველაფერს ეხება აბსოლუტურად, დღევანდელი პროგნოზით გაქვთ, დაახლოებით 6%. რამდენად უნდა ვენდოთ, იმ პროგნოზს, რაც თქვენ გაქვთ. რა მოხდა ისეთი, რომ თქვენ დაგეგმილი გქონდათ 2.5% ინლფაცია და ფაქტობრივად 3.5-ჯერ მეტია ინფლაციის მაჩვენებელი, რაც სერიოზულად ურტყავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რას აპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით? - არ გაგვექცეს ინფლაცია, არ გაიზარდოს ფასები, არ იყოს უმძიმესი ვითარება ქვეყანაში“,- მიმართა გიორგი ვაშაძემ გიორგი კაკაურიძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებების პროექტს განიხილავენ. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023