ეკონომიკა
30/03/2022

გიორგი პაპავა: წელს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნების მოლოდინი აღარ არსებობს

გაზრდილი ინფლაციის მოლოდინების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 11%-მდე გაზრდის შესახებ სებ-ის გადაწყვეტილებას, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა ლოგიკურს უწოდებს.

როგორც გიორგი პაპავამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, მონეტარული პოლიტიკის შესახებ ბაზარზე უმრავლესობის, მათ შორის ეკონომისტების მოლოდინი სწორედ 50 პუნქტიანი გამკაცრებისკენ ქონდათ, თუმცა განიხილებოდა უცვლელად დატოვების ვარიანტიც. რაც განპირობებულია იმით, რომ თავად ეროვნული ბანკის მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნდებოდა, ახლა ასეთი პროგნოზი აღარ არსებობს.

"წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომის შემდეგ, სამწუხარო მოვლენები განვითარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რამაც ბევრი პროგნოზი "არია", მათ შორის ფასებთან დაკავშირებით. გაიზარდა ნავთობის, მეტალის, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და სხვა. ამასთან დაირღვა სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს შემთხვევაშიც და ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობების რისკები გაიზარდა, რაც საბოლოო ჯამში ფასებში აისახა. 

მიუხედავად ძალიან დიდი შოკისა საქართველოსთვის, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება, ვთვლი, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები თუნდაც საბანკო სექტორში საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ ლარი დასტაბილურდა, ამას ემატება საბანკო სექტორის მდგრადობა და ეკონომიკის ზრდის დადებითი მოლოდინი, ამიტომ ჯერ განგაშის სურათი არ გვაქვს. მთავარი გამოწვევა ინფლაციაა, რომლის გამოც ეროვნულ ბანკს უწეევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. მნიშვნელოვანია თუ როგორ შევძლებთ ინფლაციასთან გამკლავებას. თუმცა, არც მთავრობას და არც სებ-ს ინფლაციის დონეზე დიდი გავლენა არ აქვს, მათზე არ არის დამოკიდებული ინფლაციის ფაქტორები, უბრალოდ დარტყმის მასშტაბის შემცირება შეუძლიათ," - აღნიშნავს გიორგი პაპავა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023