ეკონომიკა
30/03/2021

გიორგი ჯახუტაშვილი: საქართველო-ყაზახეთს შორის ასათვისებელი ეკონომიკური პოტენციალი დიდია

ქართულ ყაზახური ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მთავარი მისია ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმის ხელშეწყობის და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა.

ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ–ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივა არსებული ინვესტიციების უფრო ნაყოფიერად გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული.

მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები საქართველოს ბაზარზე მოქმედი ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი კომპანიები და კორპორაციები არიან.

მათი შეფასებით, გაუმჯობესებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობით ქვეყნებს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავა. დღეს, საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილოებით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 450 მლნ დოლარზე მეტია.

ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ასათვისებელი ეკონომიკური პოტენციალი საკმაოდ დიდია.

„შევქმენით სისტემური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით საინვესტიციო, სავაჭრო და სხვა ტიპის ურთიერთობებების გაღრმავებაზე. დამფუძნებლებში არიან ის ქართული კომპანიები, რომელშიც მონაწილეობს ყაზახური კაპიტალი. მატი პორტფელი დივერსიფიცირებულია და ჯამში 500 მლნ–ზე მეტია საინვესტიციო მოცულობა,“ – აღნიშნავს გიორგი ჯახუტაშვილი.

“სილქ როუდ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის გიორგი მარრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში ქართველ და ყაზახ ხალხსა და ბიზნესებს შორის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, ის პოტენციალი, რაც არსებობს ამ ორ ქყვეყანას შორის, ბოლომდე გამოყენებული არ არის, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამ ორგანიზაციის მეშვეობით ეკონომიკური თანამშრომლობა გაუმჯობესდება.

„ვფიქრობ, კარგი და მნიშვნელოვანია, რომ ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რადგან ბევრნაირი ურთიერთობა არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის, როგორც ბიზნეს-ეკონომიკური, ასევე კულტურული. სასურველია, ინვესტიციების რაოდენობა და ზოგადად ურთიერთობები გაიზარდოს,“ – აღნიშნავს, “ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023