ეკონომიკა
04/04/2023

გერმანიაში სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები გაიფიცნენ და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

გერმანიაში ქართველი მძღოლები მასშტაბურად გაიფიცნენ. უკვე 2 კვირაა 200-მდე მძღოლი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს.

როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, მძღოლების უფლებები დიდიხანია ირღვევა და მნიშვნელოვანია ამ პრობლემების ორმხრივი ურთიერთობებით მოგვარება.

„საქართველოს მოქალაქის უფლებები სახელმწიფომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უნდა დაიცვას და ეს ყველაფერი მიგრაციის შესახებ კანონში უნდა იყოს ასახული. პროცესში საქართველოს მხარესთან ერთად ჩართულია პოლონეთის და გერმანიის პროფკავშირებიც. ასევე იგივე პრობლემების წინაშე არიან იტალიაში დასაქმებული მძღოლებიც, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ დანარჩენ მძღოლებს.

ამ ხალხს საკვების საშუალებაც კი არ ქონდათ, იქედან გამომდინარე რომ ხელფასები არ აქვთ და უცხო ქვეყანაში იმყოფებიან. ასევე, გერმანიის პროფკავშირების იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ მძღოლები არა შრომით უერთიერთობებში, არამედ მომსახურებას ეწევიან და ტვირთის მიტანა - არ მიტანაზე პასუხისმგებლები არიან თავად, ოღონდ ამ ყველაფერს განსაზღვრავს მისი დამსაქმებლები რომელიც არ უნაზღაურებს მათ ხელფასებს. პროფკავშირების ჩართულობის შემდეგ დამსაქმებელი ასე ვთქვათ „შეშინდა“ და მძღოლებს ზეპირი პირობა მისცა ხელფასების გადახდაზე, თუმცა ეს პროცესი აუცილებლად მივა ბოლომდე,"- -აღნიშნავს "საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. 

მისივე თქმით, მიგრაციის კანონმდებლობაში რომ იყოს გარკვეული ვალდებულება, ბევრად უფრო ეფექტურად შეძლებდა სახელმწიფო მათ დახმარებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023