ეკონომიკა
23/03/2022

გენადი არველაძე: DCFTA-ით აღებული ვალდებულებების 57%-ზე მეტი შევასრულეთ

საქართველოს ამ დროისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 57%-ზე მეტი შესრულებული აქვს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ ახლა ქვეყანა ბაზრის ისეთი პროდუქტებისთვის გახსნას ელოდება, რომლებიც ევროკავშირში გარკვეული ბარიერების გამო ვერ ხვდებიან. 

"რეფორმების დაწყებიდან დღემდე აღებული ვალდებულებების 57%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული. ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 89% წარმოადგენს საქართველოში წარმოშობილ პროდუქტს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც დღეს ევროკავშირის ბაზარზე გადის ის სარგებელია, რაც ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მოუტანა. 

ველოდებით, რომ პროცესის პარალელურად ბაზარი გაიხსნება ისეთი პროდუქტებისთვის, რომელიც დღეს გარკვეულ ბარიერებს აწყდებიან. ეს კი თავის მხრივ იმიტომ ხდება, რომ კანონმდებლობა გვაქვს დასაახლოვებელი. ამის შემდეგ ინერგება შესაბამისი მონიტორინგის სისტემები.  პარალელურად, კერძო სექტორმა უნდა გამოთქვას მზაობა, რომ ევროკავშირის ბაზარზე გაიტანო ის პროდუქტები, რომლის გატანასაც დღეს ვერ ახერხებს. ცხოველური წარმოშობის 5-6 პროდუქტზე უკვე გვაქვს წარმატება. მაგალითად, თაფლი და თაფლის პროდუქტები, რომლებიც უკვე განთავსდა ევროკავშირის ბაზარზე. 2020 წელს, პირველივე წელს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი სულ რაღაც $57 000 იყო. ხოლო 2021 წელს კი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ნახევარ მილიონ დოლარს გადააჭარბა",- აღნიშნა არველაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023