ეკონომიკა
30/10/2023

გაცემული სამშენებლო ნებართვების 73.5% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის - საქსტატი

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 169 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტი) 6 363.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით მეტი), -  ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნებართვების 73.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.6 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.4 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.6 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 153.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით მეტი) 2 235 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.3 პროცენტით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.4 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022