ეკონომიკა
29/12/2022

"გარემოს დაცვის მიმართულებით გარდამტეხ რეფორმებს ვახორციელებთ“ - ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენი მთავრობისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი რეფორმები დავიწყეთ. ეს ეხება როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვას, ისე სატყეო სექტორს, დაცული ტერიტორიების განვითარებას, ნარჩენების მართვას და ა.შ. თითოეული ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები: მიღებული კანონები,  რეგულაციები, რომლებიც სრულად შესაბამისობაშია  ევროპულ მოთხოვნებთან“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის მიზნით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„ჩვენ გარკვეული ვალდებულებები დავაკისრეთ სამრეწველო საწარმოებს, რომლებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამბინძურებლები არიან, და უკვე გვაქვს შედეგები - საწარმოებმა დაიწყეს შესაბამისი ფილტრების დამონტაჟება და თვითმონიტორინგის სისტემის აწყობა, რომლის მიხედვითაც ისინი აკონტროლებენ გაფრქვევებს და ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში გვაწვდიან. ასეთი 15  საწარმო უკვე რეგისტრირებულია. მთლიანობაში,  50-მდე  საწარმოზეა საუბარი და, ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აღჭურვილი. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტში წარვადგინეთ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი, რაც გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებებით. შემდგომში, ეტაპობრივად მოხდება საწარმოების  გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიების და ახალი სტანდარტების დანერგვით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023