ეკონომიკა
28/06/2023

"გამოკითხული ბიზნესის 90%-ი გეგმავს,რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიპოვოს"

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევა ჩაატარა.

კვლევის მონაწილეთა დიდი ნაწილი გეგმავს რომ სტატუსის მოპოვებაზე მუშაობა დაიწყოს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა საუბრობს.

„ძალიან საინტერესო კომუნიკაცია გვქონდა ბიზნესთან. ამ კვლევის ფარგლებში, ჩვენ დავუკავშირდით ბიზნეს-სექტორის ფართო სპექტრს. კვლევის მონაწილეთა უმეტესმა ნაწილმა - 90%-მა განაცხადა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი და გეგმავს, რომ ამ მიმართულებით შეიტანოს განაცხადი, რაც მხარს დაუჭერს მომავალში, მათ ექსპორტსა და იმპორტს ევროკავშირთან და გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს.

შარშან მხოლოდ ორ კომპანიას ჰქონდა ეს სტატუსი მოპოვებული და გვინდოდა, დაგვედგინა, რა იყო მთავარი გამომწვევი მიზეზი, რატომ არ ინტერესდებოდა მეტი კომპანია. ერთ-ერთი მიგნება იყო ისიც, რომ საბაჟო პროცედურები ჩვენთან ისე გამარტივებულია, კომპანიებს არ ჰქონდათ დამატებითი სტიმული, რომ ამ პროცედურებს ბოლომდე მიჰყოლოდნენ და ეს სტატუსი მიეღოთ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში იგეგმება კონსულტაციები ევროკავშირთან ურთიერთაღიარების შესახებ, ეს გაცილებით მნიშვნელოვანს გახდის ამ სტატუსს. ვინაიდან, იმ სარგებელს, რასაც საქართველოში იღებენ მეწარმეები, მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნებშიც, რაც საგრძნობლად გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს“ - აცხადებს გიორგი კაჭარავა.

მისივე განმარტებით, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღების შემთხვევაში, კომპანია სანდო პარტნიორი ხდება საბაჟოსთვის და ტვირთებისა და დოკუმენტების ნაკლებ კონტროლს ექვემდებარება.

„გარდა ამისა, მთელი რიგი პრივილეგიებით ისარგებლებს ასეთი ოპერატორი, რადგან მას ექნება უპირატესი გავლის უფლება საბაჟოზე. გარდა ამისა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მას შეეძლება ტვირთი არ შეიტანოს საბაჟოს ტერიტორიაზე და მოითხოვოს მისი შემოწმება თავისივე საწყობში საბაჟო ოპერატორის მიერ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლების დროს, არამედ, თავად საბაჟო უწყების ადამიანურ რესურსაც დაზოგავს, რაც მნიშვენლოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მომსახურების პროცესში - რომ შევამციროთ დრო და გავზარდოთ ეფექტურობა“ - აცხადებს გიორგი კაჭარავა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023