ეკონომიკა
09/06/2022

Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.6%-მდე გაზარდა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ადგილობრივი საინვესტიციო კომპანიები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებენ.

მსოფლიო ბანკისა და თიბისი კაპიტალის შემდგომ ზრდის პროგნოზი გაზარდა გალთ ენდ თაგარტმაც. საინვესტიციო ბანკი წელს ქვეყანაში ეკონომიკის 7.6%-იან ზრდას ელის, მანამდე ნავარაუდევი 4.5%-ის ნაცვლად.

"საქართველო ეკონომიკის ძლიერ აღდგენას განაგრძობს. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში მშპ 10.8%-ით გაიზარდა. მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და მდგრადი საგარეო შემოდინების ფონზე გამყარდა ლარიც. ამასთან, მოსალოდნელია, რომ სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყება, ინვესტორთა მხრიდან, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების მიმართ ნდობას გააძლიერებს. აღნიშნულ 4 თვეში მაღალი ზრდის, ძლიერი საგარეო შემოსავლებისა და მაისის წინასწარი დადებითი მონაცემების გათვალისწინებით, გალთ ენდ თაგარტსი მშპ-ს ზრდის პროგნოზებს წლიურად 4.5%-დან 7.6% -მდე აკორექტირებს", - აღნიშნავს საინვესტიციო ბანკი.

7.5%-იანი ზრდის მოლოდინი აქვს თიბისი კაპიტალსაც. ზრდის პროგნოზს უკვე გადახედა მსოფლიო ბანკმაც, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ 2022 წელს ქვეყანა 5.5%-იანი ზრდით დაასრულებს. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023