ეკონომიკა
09/02/2023

Galt & Taggart-მა BAG-ის წევრებს ბოლო კვლევის შედეგად დაფიქსირებული მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო

Galt & Taggart-მა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის 40-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო, ასევე საპროცენტო განაკვეთის დინამიკა და აღნიშნულის გავლენა ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სექტორზე.

საუბარი ასევე, შეეხო უძრავი ქონების ბაზარს და მოხდა გარკვეული ცვლილებების გაანალიზება, რაც აქტუალურია როგორც სამშენებლო სექტორისა და უძრავ ქონების ბიზნესში მოღვაწე კომპანიებისთვის, ასევე ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის.

აღსანიშნავია,პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მოლოდინები მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.  

„Galt&Taggart-ის მიერ წარმოდგენილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საგულისხმო და მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ვინაიდან ზემოხსენებული ინფორმაცია პროფესიონალურად არის დამუშავებული და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დროულადაა მიწოდებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, რათა სწორად მოხდეს მოლოდინებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება და ინტერესით ველით მომდევნო კვლევებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებას ფარავს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023