ეკონომიკა
29/04/2021

Galt & Taggart-ი: 4%-იანი ზრდა აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკის გახსნა

„მარტში ეკონომიკური ზრდის შედეგი იმაზე კარგი დაფიქსირდა, ვიდრე ჩვენ ვპროგნოზირებდით,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.

ევა ბოჭორიშვილის განმარტებით, პოზიტიური ტრედი ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შედეგია.

„ჩვენ რასაც ვპროგნოზირებდით მარტის თვიდან, იმაზე კარგი შედეგი გამოქვეყნდა. ველოდით, რომ ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებელი დაფიქსირდებოდა, თუმცა 4%-იანი ნიშნული აღემატება ჩვენს წინასწარ გაანგარიშებას. ეს აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკის გახსნა. ძირითადი გავლენა ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებელზე აქვს იმ გარემოებას, რომ თებერვლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გაიხსნა ეკონომიკა და რა თქმა უნდა, წინა წლის დაბალი ბაზაც მოქმედებს იმაზე, რომ მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვაქვს,“ - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე განმარტებით, Galt&Taggart ელის, რომ მომდევნო თვეებში ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება იქნება უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაში კვლავ ბევრი გაურკვევლობა ნარჩუნდება.

„რა თქმა უნდა, ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით მოლოდინები კვლავ პესიმისტურია. ჯერ კიდევ არ ვიცით სახმელეთო საზღვრები როდის გაიხსნება. თუ ეკონომიკის დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება, ვფიქრობთ რომ გაუმჯობესების ტემპი მომდევნო თვეებში უკეთესი გახდება. ამ ეტაპზე გაურკვევლობა ბევრი მიმართულებით ნარჩუნდება. თუმცა, დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, წლიურად 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა.“-განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იანვარ-თებერვლის მნიშნელოვანი ვარდნის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა მარტში 4%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად კვლავ მინუსებში რჩება I კვარტლის ზრდა. საქსტატის მონაცემებით, საშუალო რეალურმა კლებამ 4.2% შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023