ეკონომიკა
26/04/2022

გალტ & თაგარტის მონაწილეობით კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა გაიმართება

„გალტ ენდ თაგარტის“ მონაწილეობით, 27 აპრილს, 17:00 საათზე კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა შედგება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის მთავარ მიზანს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმობა.  

პროგრამის წარმდგენი ღონისძიების სპიკერებს შორის იქნებიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ეროვნული ბანკის საბჭოს, გალტ & თაგარტისა და BDO Georgia-ს წარმომადგენლები.

ონლაინ ღონისძიებაზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს

“გალტ & თაგარტი” უკვე წლებია, ჩართულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში. მოხარული ვართ, რომ EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გვეძლევა შესაძლებლობა BDO Georgia-სთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივის განხორციელებაში. აღნიშნული პროექტი საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას ბაზარზე.  პროექტის მეორე ეტაპი ფოკუსირებულია კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე. ეს შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში დაეხმარება. გვჯერა, რომ აღნიშული შესაძლებლობა არაერთ ადგილობრივ კომპანიას შეუწყობს ხელს საქმიანობის განვითარებაში, რის შედეგადაც ქართულ კაპიტალის ბაზრებს უფრო მეტი აქტიური მოთამაშე ეყოლება“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ინფორმაციისთვის, რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 27 აპრილს და 1.5 თვე გაგრძელდება, ხოლო მისი დასრულების შემდგომ 10-მდე გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა. პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს

პროექტის მეორე ეტაპის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023