ეკონომიკა
28/01/2023

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა, რეიტინგი BB დონეზე შეაფასა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.

პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა:

• მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება;

• ფისკალური დეფიციტის კლება;

• საერთაშორისო რეზერვების შევსება.

ეს თავის მხრივ, აისახა მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ისეთი საგარეო მოწყვლადობების შემცირებაში, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.

როგორც წინა შეფასებებისას, სააგენტო რეიტინგის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს:

• ეკონომიკური მმართველობის მაღალ ხარისხს;

• სტაბილურ, სანდო მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას.

სუსტ მხარეებად კვლავ რჩება საგარეო მოწყვლადობები, თუმცა, ეს რისკები წლიდან წლამდე მცირდება, რაც იყო რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა.

მნიშვნელოვანია, რომ ნარჩუნდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და დოლარიზაციის შემცირების ტრენდი, რაც მომავალშიც დაეხმარება საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.

ეს ნიშნავს, რომ მომდევნო შეფასებებზე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ი ელის რეიტინგის გაუმჯობესებას, რითაც ქვეყანას უკვე ერთი ნაბიჯი დარჩება საინვესტიციო რეიტინგამდე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023