ეკონომიკა
27/04/2021

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორს, კლაუს ფაიგელსა და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვირტუალურ ფორმატში შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს KfW-ს მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

კლაუს ფაიგელმა ლაშა ხუციშვილს მოულოცა ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ფინანსთა მინისტრმა KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორს, მადლობა გადაუხდა იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვის გამოუყო.

როგორც აღინიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და KfW-ის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023