ეკონომიკა
09/06/2022

FDI 4.3-ჯერ გაიზარდა - პირველ კვარტალში ქართულ ეკონომიკაში $568 მლნ-ის უცხოური კაპიტალი ჩაიდო

პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში ინვესტიციები იზრდება. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში 568 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი ჩაიდო, ეს 2017 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მოცულობა 4.3-ჯერ არის გაზრდილი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინვესტიციების ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით. ინვესტორ ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილზეა ესპანეთი 34.5%-იანი წილით, ამ ქვეყნიდან საქართველოში 196.1 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს ქართულ ეკონომიკაში, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 87.2 მლნ დოლარით (15.3%), მესამეზე კი თურქეთი - 67.1 მლნ-ით (11.8%).

ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ენერგოსექტორია. სწორედ ამ სექტორზე მოდის ინვესტიციების 41.6%, ანუ 236.4 მლნ დოლარი, მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ დოლარით (19.5%), მესამეზე კი უძრავი ქონების სექტორია 81.3 მლნ დოლარით (14.3%).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023